მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

621f6c7630566
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.22 17:03
796
2 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.75 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2419 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.64 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5975 ლარი გახდა. 

0.06-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.3182 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.09 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 23.05 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 მარტიდან შევა ძალაში.