მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

6000411c327cd
BM.GE
14.01.21 17:00
761
14 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც, ერთი დოლარის ღირებულება 3.2935 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით კი, ლარის გაცვლითი კურსის გამყარებამ 0.15 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 4.0062 ლარი გახდა. 

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი, ეროვნული ვალუტა 0.27 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.4983 ლარი ღირს.