მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

6082c66cbf164
BM.GE
23.04.21 17:02
952
23 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.02 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.01 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1529 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.39 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4129 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.52 თეთრით შემცირდა და 4.7812 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 აპრილიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ მისი თქმით, არსებული გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი ტურიზმიდან დაკარგული შემოსავლებია.

„ლარის კურსის ვარდნა ძირითადად შეფერხებული ტურიზმით არის გამოწვეული, ამ სექტორსიგან საქართველომ მხოლოდ 2020 წელს 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა, აღსანიშნავია, ასევე 2019 წელს რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვა, ამას ემატება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსის ვარდნაზე“ - აღნიშნა ლეჟავამ.