მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

614c7da8bbbac
BM.GE
23.09.21 17:12
659
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6532 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.36 თეთრით გაიზარდა და  4.2650 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.