10.იანვარი .2020 17:08

ლარი ძირითადი ვალუტების მიმართ გაუფასურდა

views 491
უკან

10 იანვარის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა და 2.8986 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.16 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, რომლის კურსი 3.2154 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2077 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.77 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა თურქული ლირის მიმართაც, რომელიც 0.4932 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტის მიმართ და 3.7856 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 იანვარიდან შევა ძალაში.