მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

6418294d4dc05
მარიამ ვარადაშვილი
20.03.23 13:44
640
ეგზიტპოლების მიხედვით, გუშინ ყაზახეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პარტია ლიდერობს.

ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ Amanat-მა ხმების 54% მიიღო, რაც საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტში მყარი უმრავლესობა ჰქონდეს. ტოყაევმა იანვარში დაითხოვა პარლამენტი და არჩევნების თარიღად 19 მარტი დაასახელა. Reuters წერს, რომ ამ შედეგების გათვალისწინებით ტოყაევმა ძალაუფლება განიმტკიცა.

გაძლიერებული მანდატი ყაზახეთის პრეზიდენტს დაეხმარება თავი გაართვას რეგიონში არსებულ არეულობას, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმა განაპირობა, რამაც გავლენა იქონია ვაჭრობასა და მიწოდების ჯაჭვებზე როგორც მსოფლიოში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებისა და გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ, ყაზახეთის პრეზიდენტი გააძლიერებს საგარეო პოლიტიკას. იმის მიუხედავად, რომ ტოყაევი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ის უარს ამბობს უკრაინის ანექსირებული რეგიონების რუსეთის ნაწილად ცნობაზე და რუსეთისთვის არც ღიად დაუჭერია მხარი უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ასტანა ცდილობს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობელ რუსეთთან, რომელიც მისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ასევე დასავლეთთან.