მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ცენტრის მიზანშეწონილობის კვლევა სრულდება

6299d93358a8e
BM.GE
03.06.22 14:14
592
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ჩართულობით, თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ცენტრის (MRO) მიზანშეწონილობის კვლევა სრულდება.

კვლევას The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით ამერიკული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan ახორციელებს, რომლის წარმომადგენლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მიხეილ ხიდურელს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს თამარ არჩუაძეს შეხვდნენ და განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ამ მიმართულებით.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, ინვესტიციების დეპარტმენტისა და აეროპორტების გაერთიანების გუნდის წარმომადგენლებმა, Frost & Sullivan-ის ექსპერტებთან ერთად მოინახულეს ქუთაისის აეროპორტის ტერიტორია; ამასთან, ექსპერტებმა ასევე შეისწავლეს თბილისის აეროპორტის ტერიტორია.

MRO-ს მიზანშეწონილობის კვლევაზე მუშაობა დასრულდება ზაფხულის ბოლოს და ის მოიცავს ამ მიმართულებით საქართველოს აეროპორტების პოტენციალის დეტალურ ანალიზს.

(NS)