24.აგვისტო .2020 17:06

ლარი ევროსთან და დოლართან გაუფასურდა

views 817
უკან

24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან 3.0743 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.06 თეთრი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, ლარი ევროსთანაც 1.09 თეთრით გაუფასურდა 3.6366 ლარიამდე, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6257 ლარს შეადგენდა.

ევროსა და დოლარისგან განსხვავებით, ეროვნული ვალუტა თურქული ლირის და ფუნტის მიმართ გამყარდა. შესაბამისად, ხვალისთვის 1 ლირის ოფიციალური კურსი 0.4168 ლარია, ხოლო ფუნტი 4.0313 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ძალაში ხვალიდან შევა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა