13.აპრილი .2021 17:44

ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა, დოლართან მიმართებით კი გაუფასურდა

ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა, დოლართან მიმართებით კი გაუფასურდა
views 402
უკან

12 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4235 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.2%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.89 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0709 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.07 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4202 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.99 თეთრით შემცირდა და 4.7015 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 აპრილიდან შევა ძალაში.

ცნობისთვის: სებ-მა აპრილის პირველ კვირაში $40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ბაზარზე შესაბამისი მასშტაბის მოთხოვნა არ იყო, რის გამოც მხოლოდ $27.5 მილიონი დოლარი გაიყიდა. ეს 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $187.5 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.