მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კადრების მომზადება სამინისტროს გამართული მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა - ფინანსთა მინისტრი

641c1da228f2e
ინგა მურუსიძე
23.03.23 15:20
784
არსებული კადრების გადამზადება და ახალი კადრების მომზადება სამინისტროს გამართული მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა მინისტრის ანგარიშში, რომელსაც ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს წარუდგენს.

„ახალი კადრების მომზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაჟო ორგანოებისთვის, ვინაიდან არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ არის შესაძლებელი საბაჟო საქმიანობის სპეციფიკის სრულყოფილი შესწავლა. ამავდროულად, საბაჟო საქმის მცოდნე სპეციალისტებზე კერძო სექტორის მხრიდან მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდეს ახალგაზრდების მომზადება.

ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ფინანსთა სამინისტროს აკადემიას, რომელიც არამხოლოდ სამინისტროს სისტემას, არამედ მთელ საჯარო სექტორს და ფინანსური მიმართულებებით კერძო სექტორსაც ემსახურება“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ 2022 წელს, აკადემიაში გადამზადდა 9 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 3 500-ზე მეტი კერძო სექტორში დასაქმებული პირი და 500-მდე საერთაშორისო სასწავლო კურსების მონაწილე.