მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარდა: დოლარი 3.11 ლარი ღირს, ევრო - 3.51 ლარი

6197a0e0e1f1c
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.21 17:05
709
19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.83 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1120 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.16 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5169 ლარი გახდა. 4.65 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1769 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 19 ნოემბრიდან შევა ძალაში.

ლარი ასეთი მყარი ბოლოს სექტემბერში იყო.