25.თებერვალი .2020 17:05

ლარი გამყარებას განაგრძობს

views 1340
უკან

25 თებერვალის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან გამყარდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.

დღეს ლარი ევროს მიმართაც გამყარდა და ხვალისთვის 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0291 ლარი იქნება, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0370 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც გამყარდა, ხოლოხ ფუნტთან მიმართებაში გაუფასურდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 თებერვალიდან შევა ძალაში.