მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარებულია და ჩვენი ექსპერტები კიდევ უფრო გამყარებას ელიან - პრემიერი

60c09ff02969d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.21 15:38
3276
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პესიმისტური სცენარით წელს ეკონომიკური ზრდა - 7%, ხოლო ოპტიმისტური სცენარით - 10%-ზე მეტი იქნება. ამის შესახებ მან ქუთაისში განახლებული აეროპორტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ეკონომიკის სწრაფი ზრდა კერძო სექტორიდან წამოსული პოზიტიური სიგნალების შედეგია.

„ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას; ტენდენციები და ტრენდი, ბიზნესიდან წამოსული პოზიტიური სიგნალები გვაძლევს ოპტიმისტურ საფუძველს, რომ ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად ხდება... ლარი გამყარებულია და ეს ტენდეცია გრძელდება და კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან ჩვენი ექსპერტები. ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურ ფონს და განწყობას გვიქმნის, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფად აღდგება.

ეკონომიკის აღდგენა აპრილში 45% იყო და ეს უპრეცედენტო აღდგენა იყო. მაისშიც მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველით. შესაბამისად, ეკონომიკის წლიური ზრდა 7% იქნება - ეს პესიმისტური სცენარითაა დათვლილი, ოპტიმისტურით კი შეიძლება 10%-ზე მეტი იყოს. ეს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, უფრო გახსნილ ეკონომიკას, მეტ ტურისტს ნიშნავს, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა პრემიერმა.