მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გაუფასურდა

641c4e7271bda
BM.GE
23.03.23 17:02
14164
23 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5768 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 2.5 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8028 ლარი გახდა.

0.45 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1689 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 13.53 თეთრი ლარი შეადგინა.