23.თებერვალი .2021 17:06

ლარი გაუფასურდა

ლარი გაუფასურდა
views 503
უკან

23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი გაუფასურდა. 

აშშ დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურებამ 0.85 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3169 ლარი გახდა. 

რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს ღირებულება 4.0294 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 1.56 თეთრით მეტია. 

3.22 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.6732 ლარი ეღირება. 

გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის რიგით მესამე სავალუტო აუქციონი განახორციელა და $40 მილიონი დოლარი გაყიდა.  ჯამურად, წელს სებ-მა $120 მილიონი დოლარი გაყიდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა