მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU სასურსათო უსაფრთხოებისთვის 600 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს

62b1897462685
მარიამ ვარადაშვილი
21.06.22 13:07
789
ევროკომისიამ მოამზადა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ევროპული განვითარების ფონდიდან სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, 600 მლნ ევრო უნდა მობილიზდეს. მსოფლიოში სასურსათო კრიზისის მოლოდინი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ წარმოშვა.

გამოყოფილი თანხა სხვადასხვა ქვეყნის ჰუმანიტარულ დახმარებას მომხმარდება, მათ შორის აფრიკის რეგიონს. კერძოდ, 150 მლნ ევრო ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება, 350 მლნ ევრო მდგრად განვითარებასა და საკვების სისტემის რესზისტენტულობაზე, ხოლო 100 მლნ ევრო მაკროეკონომიკურ მხარდაჭერაზე.

“რუსეთის საომარმა აგრესიამ არა მხოლოდ უკრაინის მოსახლეობა დააზარალა მძიმედ, არამედ მსოფლიოში ყველაზე მოწყვლადი ნაწილი. რუსეთი ჯერ კიდევ ბლოკავს კრიტიკულად საჭირო მილიონობით ტონა მარცვლეულს იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს დავეხმაროთ, ამიტომ მობილიზება გავაკეთეთ დამატებით 600 მლნ ევროსი, რათა თავიდან ავიცილოთ სასურსათო კრიზისი და ეკონომიკური შოკი”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციამდე მსოფლიოს 53 ქვეყანაში 193 მლნ ადამიანს საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა ეს სიტუაცია გააუარესა.