მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 საკითხი, რომლებსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

62a701e807bc9
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.22 13:22
937
მინისტრთა კაბინეტის მიერ განსახილველ საკითხებიდან 13 საკითხს ეკონომიის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს და ამ საკითხებში „აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ თემაც შედის, რომლის განხილვა პრემიერ-მინისტრმა 6 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე დააანონსა; გარდა ამისა 4 საკითხს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს, ხოლო 2 საკითხი ჯანდაცვას შეეხება და მისი მომხსენებელი ზურაბ აზარაშვილი იქნება:

1. საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - მომხსენებელი: ლევან დავითაშვილი;

2. საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს ფუნქციონირების ხელშეწყობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“;

,,კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს ფუნქციონირების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კოლხეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სტოკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლგ ტრანსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გიორგი 2017-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის №751 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არეა 32“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ოუკლენდის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ფ/პ მიხეილ დავითაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ხუმპრერი ჰესის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

17. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

18. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტში არსებული ცალკეული საცხოვრებელი ფართების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ” - მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;

19. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;