მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

600c231b43c5b
BM.GE
23.01.21 17:14
1514
ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა CNN-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლო კვირაში ტელეწამყვანი  COVID-19-ით ინფიცირების გამო რეანიმაციაში მოათავსეს.

"ღრმა მწუხარებით, Ora Media აცხადებს ჩვენი თანადამფუძნებლის, მასპინძლისა და მეგობრის ლარი კინგის გარდაცვალებას, რომელიც 87 წლის ასაკში ლოს ანჯელესის სედარ-სინაის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა", - ნათქვამია კინგის ოფიციალური Twitter-ის განცხადებაში.

ლარი კინგს 25 წლის განმავლობაში CNN-ის ეთერში "ლარი კინგის შოუ" მიყავდა. მას 63-წლიანი ჟურნალისტური კარიერა ჰქონდა.