მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P 500-ის გარემოსდაცვითი ინდექსიდან TESLA გარიცხეს, ნავთობკომპანია EXXON კი დატოვეს

62860e8ade5af
გიორგი თოლორდავა
19.05.22 13:36
1408
S&P 500-ის ESG ინდექსიდან ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Tesla გარიცხეს.

ESG საბირჟო ინდექსია, რომელიც ინვესტორებს იმ მსხვილი კომპანიების აქციების ნაკრებს სთავაზობს, რომელთაც „მაღალი მორალური სტანდარტები“ აქვთ, აკმაყოფილებენ გარემოსდაცვით მოთხოვნებს და გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ინდექსის სათავეში არიან ისეთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიები, როგორებიცაა: Apple, Microsoft და Amazon.

ESG-ის წარმომადგენლობის განმარტებით, Tesla ვეღარ აკმაყოფილებს კომისიის სტანდარტებს, რადგან ის სათანადოდ არ ახორციელებს გარემოსდაცვით ღონისძიებებს, არ აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით, მის ქარხნებში ფიქსირდება დისკრიმინაციის და შევიწროების შემთხვევები, კომპანიის ოფიციალური ხედვა და მისი ქმედება კი თანხვედრაში არ არის.

კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ში აღშფოთება და უკმაყოფილება გამოხატა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა.

მისი განცხადებით, გარემოსდაცვითი ინდექსიდან ელექტრომობილებისა და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის გარიცხვა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის Exxon-ის დატოვება უსამართლოა, ESG ინდექსი კი თაღლითობაა.

„გარემოსდაცვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მმართველობის რეიტინგის (ESG) ათეულში კომპანია Exxon აღმოჩნდა, ხოლო Tesla ამ სიაში ვერ მოხვდა!

ESG არის თაღლითობა. ის სოციალური სამართლიანობის ცრუ მეომრების მიერ იარაღადაა გამოყენებული“, - წერს მასკი.

აღსანიშნია, რომ ESG ინდექსი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან ის ეყრდნობა ისეთ სუბიექტურ ფაქტორებს, როგორებიცაა: სოციალური პასუხისმგებლობა, მდგრადობა და მმართველობა. მიუხედავად ამისა, ESG-დან გარიცხვით კომპანიები მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს იღებენ.