მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი ლირასთან გამყარდა, დოლართან, ევროსთან და ფუნტთან გაუფასურდა

61a625918cf76
BM.GE
30.11.21 17:09
1507
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.12 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 6.2 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5451 ლარი გახდა. 4.32 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1636 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.54 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 23.87 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 დეკემბრიდან შევა ძალაში.