„ინოვაცია და განვითარება, ის რაც დედამიწას ამოძრავებს და ცხოვრებას საინტერესოს ხდის. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვირჩევდი ერთმანეთისგან განსხვავებულ ინდუსტრიებს და ყოველთვის მაინტერესებდა სიახლეები.
წელს, ისტორიულმა ადგილმა „ბაზარი ორბელიაზე“ ახალი სიცოცხლე დაიწყო. განსხვავებული კონცეფციის ადგილი, უნიკალურია თავისი შინაარსით, რადგან პირველად საქართველოში, ერთ სივრცეში გაერთიანდა აგრაგული ბაზარი და კვების მოლი, უნიკალური ქართული პროდუქცია და ტრენდული მუსიკა, ღონისძიებები. ეს სივრცე ფაქტიურად ავითარებს და ახალ ეტაპზე გადაყავს მომხმარებლის ჩვეული ქცევა და სთავაზობს განსხვავებულ, შესყიდვების და დასვენების გამოცდილებას.
ჩემთვის დიდი პატივია და ამაღელვებელია, რომ სწორედ ამ კომპანიაში მაქვს შესაძლებლობა განვაგრძო კარიერული და პიროვნული განვითარება, ვიყო შემოქმედებითი გუნდის ლიდერი.
როგორია ბაზრის განვითარების თქვენეული ხედვა? ან რა არის თქვენი მიზანი?
უპირველეს ყოვლისა ჩემი და გუნდის მიზანია მომხმარებლისთვის ამ საინტერესო სივრცის უკეთ გაცნობა. ადგილი აერთიანებს 70 გემრიელ კუთხეს, მათ შორის 35 კულინარიულ კონცეფციას, იქნება ეს ცნობილი ქართველი შეფებისა თუ რესტორატორების მიერ შექმნილი ქართული თანამედროვე და ტრადიციული, რეგიონალური, აზიური და ევროპული ქორნერები.
პირველი სართულის აგრარულ ბაზარზე ბევრ უნიკალურ პროდუქტს იპოვი, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავ, ასეთია რაჭული ლორი, იშვიათი ქართული სახეობის ყველი, სუნელები თუ სხვა. თბილისში ყველაზე მასშტაბური გასტრო სკოლაც აქვეა, სადაც ქართული ტრადიციული თუ ევროპულ-აზიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძების მომზადებას პროფესიონალი შეფები ასწავლიან. პროცესი იმდენად სახალისო და საინტერესოა, რომ ხშირად კორპორატიული მასტერკლასების გარდა, მეგობრები და ბავშვებიც გვსუმრობენ.
ახლახანს გაიხსნა რამდენიმე ფორმატის ტერასა, ყველა სეზონისთვის მორგებული ორ დონიანი სივრცე. ერთ ნაწილში შეძლებთ ეწვიოთ à la carte რესტორანს, ქართული ტრადიციული კერძებით, აქვე ვმასპინძლობთ საინტერესო მუსიკოსებს და იმართება ივენთები.
ტერასის მეორე ნაწილი არის ღია სივრცე, სადაც თვითმომსახურების პრინციპით, სუფთა ჰაერზე განსაკუთრებით სასიამოვნოა მრავალფეროვანი ქორნერების კერძების დაგემოვნება. აქვე წარმოდგენილია კოქტეილ ბარი და კრაფტ ლუდი. წარმატებით ვნერგავთ ახალ ტრენდებს, როგორიცაა კვირის ბრანჩი, ბიზნეს ლანჩი და სხვა.
სიახლე ბევრია, ამიტომაც მჯერა რომ ჩვენთან მოსული ნებისმიერი მომხმარებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე ტურისტი, იპოვის თავისთვის საინტერესო გასართობსა თუ შესაქცევს. სწორედ ვიზიტორების გაოცება არის და იქნება ჩვენი განვითარების სტრატეგიის მთავარი მამოძრავებელი.
თქვენს გამოცდილებაზეც რომ გვიამბოთ?
ჩემი 12 წლიანი მენეჯერული გამოცდილება აერთიანებს ისეთ ინდუსტრიებს როგორიცაა IT, Hospitality და წარმოება. ვმუშაობდი საერთაშორისო კომპანებში როგორიცაა ACC DISTRIBUTION, Hilton Garden Inn და ქართულ წარმოებაში „ფოლადის სახლი“. ძირითადად ვხელმძღვანელობდი ფინანსურ, შესყიდვების და HR დეპარტამენტებს, ასევე ვიყავი გენერალური დირექტორის მოადგილე.
(NS)
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი