მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მცირედით გამყარდა

62fe3b358f502
BM.GE
18.08.22 17:08
3570
18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მცირედით - 1.28 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7891 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8357 ლარი გახდა.

სამ თეთრამდე გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3614 ლარი შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა კი 0.1552 ლარი შეადგინა.