22.აგვისტო .2022 08:00

ლარი მკვეთრად გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (12.08 – 19.08)

ლარი მკვეთრად გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (12.08 – 19.08)
views 24405
უკან

ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა. აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.787 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.765-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.81%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 32-ე სავაჭრო კვირას 1.32%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარი ზედიზედ ოთხკვირიანი მკვეთრი გამყარება, მეორე კვირაა მკვეთრი გაუფასურებით შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 9.74%-ითაა გამყარებული. ივნისში ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა. მიმდინარე თვეს ლარის კურსი 1.96%-ითაა გაუფასურებული.
 
აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირა ლარი გამონაკლისი არ ყოფილა, რადგან რუბლი და დრამის გარდა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტები გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანული სტერლინგია გაუფასურებული. გასულ კვირას სტერლინგი, დოლართან მიმართებით, 2.52%-ით გაუფასურდა. სტერლინგი არამხოლოდ გასულ კვირას, არამედ წლის დასაწყისიდან დღემდეც მკვეთრად, 13.87%-ითაა გაუფასურებული. აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას სტერლინგის შემდეგ მაღალი, 2.11%-იანი გაუფასურება იაპონურ იენს ახასიათებდა, ხოლო ჩინური იუანი ამ პერიოდში 1.01%-ით გაუფასურდა. გასულ კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსიც, დოლართან მიმართებით, 1.74%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 1.01%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი 12.03%-ითაა გაუფასურებული.

რაც შეეხება გამყარებას, აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას მკვეთრად, 3.59%-ით რუსული რუბლი გამყარდა, რომლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, წინა კვირას 0.73%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მეტით, 20.55%-ით რუსული რუბლია გამყარებული. რუბლის შემდეგ, ამ პერიოდში კიდევ ერთი ვალუტა, სომხური დრამია 15.92%-ით გამყარებული. ეს უკანასკნელი გასულ კვირას მცირედით, 0.03%-ით გამყარდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 12.08 – 19.08 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. გარდა ამისა, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ივლისში ცენტრალურმა ბანკმა ბლუმბერგის პლატფორმის საშუალებით 110.0 მლნ დოლარი შეისყიდა აღნიშნული ცენტრალური ბანკის სავალუტო ინტერვენციის არატრადიციული საშუალებაა, რომლის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად ხელმისაწვდომი არ არის. ამის შემდეგ, გასულ კვირის ოთხშაბათს სები ბაზარზე კვლავ ჩაერია, მაგრამ ამჯერად 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, სადაც მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა.

2021 წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 15.08 – 19.08-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ომის დაწყებიდან მოყოლებული რუბლის მაღალი მერყეობა ტრადიციად იყო ქცეული. აღნიშნული აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას მკვეთრად შეიცვალა, რაც გასულ კვირას უფრო მეტად შესამჩნევია. თუკი წინა კვირას რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.91%-ით მერყეობა, რითაც შერჩეულ ვალუტებს შორის მერყეობის შედარებით მაღალი ნიშნულით ხასიათდებოდა. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირას ასეთი ლარი იყო. თუმცა, გასულ კვირას მკვეთრი გამყარების ფონზე რუბლმა მერყევი ვალუტის სტატუსი დაუბრუნდა.

აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას რუსული რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.32%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.64% იყო. ამ პერიოდში ლარის მერყეობა 0.75% იყო, რაც გასულ კვირას 0.29%-მდე შემცირდა. აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას რუსული რუბლის შემდეგ მერყეობის მაღალი, 0.89% და 0.89%-ებით ბრიტანული სტერლინგი და იაპონური იენი გამოირჩეოდა. აღნიშნული ვალუტები არამხოლოდ მაღალი მერყეობით, არამედ მკვეთრი გაუფასურებით ხასიათდებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 12.08/19.08 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. თუკი ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარის კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით უფრო მეტად მყარდებოდა, აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას შეწონილი ნომინალური კურსი ათივე შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან და ყველაზე ნაკლებით იაპონურ იენთან მიმართებით.

აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირის ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 6.78%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 14.16%-ია. აღნიშნული მაჩვენებლით ლარი შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით რუბლთან მიმართებითაა გაუფასურებული. ამ უკანასკნელის შემდეგ ლარი მაღალი, 7.24%-ით ლარი სომხურ დრამთანაა გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, დანარჩენს შერჩეულ ვალუტებთან გამყარებულია. მათ შორის, ყველაზე მაღალი ნიშნულით, 33.35%-ით თურქულ ლირასთან და 32.90%-ით უკრაინულ გრივნასთან მიმართებით. ამ უკანასკნელთან ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი აგვისტოს მესამე კვირას 3.32%-ით გაუფასურდა. გრივნას შემდეგ ლარის მკვეთრი, 3.05%-იანი გაუფასურება სომხურ დრამთან იყო. ლარი ყველაზე ნაკლებით, 0.61%-ით იაპონურ იენთანაა გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან ყველასთან გაუფასურდა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის მკვეთრ გაუფასურებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 2.65%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 0.32%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 18.80%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 30.86%-ია.

აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 155.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.26%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 32-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.09% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 30.60%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 33.58% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 33-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას იაფდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა