მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მოძებნის წონასწორულ კურსს - ფინანსთა მინისტრი

5e563a72048c6
ინგა მურუსიძე
26.02.20 13:33
834
"ლარი მოძებნის წონასწორულ კურსს", - ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გამყარებას. მისივე თქმით, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

„მონეტარული პოლიტიკა ძირითადად მომართულია მიზნობრივ ინფლაციაზე და ინფლაციაზე. ჩვენ გვქონია შემთხვევა, როცა ინფლაცია მიზნობრივს არ გაცდა და კურსი გამყარდა. მაშინ, როდესაც გაუფასურდა და ახლაც როცა მყარდება, ვამბობთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით პროგნოზს არ ვაკეთებთ, თუმცა ვიძახით ერთ რამეს. ლარი მოძებნის წონასწორულ კურსს, ზოგჯერ გამყარებულია, ზოგჯერ გაუფასურებული, თუმცა წონასწორობის დიაპაზონში ვართ. იქნება ერთ თვეში, სამ თვეში, ამის თქმა არ შეიძლება, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება საგარეო მოვლენები, როგორი იქნება ტურიზმის საკითხი. კორონავირუსის საკითხი და მისი ეფექტი. მთავარია, რომ ჩვენ ხელოვნური ჩარევებისგან თავი შევიკავოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი მკვეთრად გამყარდა.