მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი პანდემიამდელ დონეზე გამყარდა - ერთი დოლარი 2.88 ლარი ღირს

628b87b15fd33
BM.GE
23.05.22 17:07
1232
23 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 1.12 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0677 ლარი გახდა.

1.66-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.6172 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.12 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 18.20 თეთრი გახდა.