მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზამ 6 თვეში 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა - ზრდა 13.3%-ია

62f0ad8a4c3dd
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.22 10:25
985
საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნის და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა.

„კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.