მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი შესაძლოა პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს - Galt&Taggart

6202521b7bf8e
სალომე ჭიპაშვილი
08.02.22 18:13
5926
„თუ ყველა რისკი მოიხსნა, შესაძლოა ლარი ტურისტულ სეზონზე პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს“ - ეს პროგნოზი “Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა „საქმიან დილაში“ გააკეთა.

მისივე თქმით, ლარის გამყარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ, ესენია: ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ბოლო თვეების განმავლობაში უცხოელების შემოსვლა სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე და ტურიზმის სფეროში სიტუაციის გაუმჯობესება.

„ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, როდესაც უარყოფითი მოლოდინების დროს ლარი უფასურდება, ძირითადად ლარის დეპოზიტების დოლარში კონვერტაცია ხდება, ახლა კი გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. ახლა პირიქით ხდება, დოლარის დეპოზიტები ლარში კონვერტირდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტერვენციების კუთხით ეროვნული ბანკის ქცევა და ზოგადად მოსახლეობისა და ბიზნესის სენტიმენტები“ - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

2020 წლის იანვარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.86–იან ნიშნულზე იყო.