მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკი: ნავთობისა და გაზის მოპოვება უნდა გაგრძელდეს, განახლებად ენერგიას ათწლეულები სჭირდება

630c8b6c2fa0d
გიორგი თოლორდავა
30.08.22 00:00
1895
კლიმატის ცვლილებასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებით ნორვეგიაში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, სკანდინავიაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება უნდა გაგრძელდეს, რადგან მათი ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებისთვის კიდევ რამდენიმე ათწლეულია საჭირო.

მასკის განმარტებით, წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე უარის თქმა ამჟამად არარეალისტურია, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვა ეფექტური საშუალება მსოფლიოში უბრალოდ არ არსებობს.

„რეალურად ვთვლი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშე მსოფლიო ოდესმე აღმოჩენილა მდგრად ეკონომიკურ და ენერგეტიკულ განვითარებაზე გადაწყობის პროცესია და ამას კიდევ რამდენიმე ათწლეული დასჭირდება“, - განაცხადა ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია TESLA-ს დირექტორმა.

მილიარდერი მეწარმის შეფასებით, მსოფლიოს განვითარების ამ ეტაპზე განახლებად „მწვანე“ ენერგიას მხოლოდ მხარდამჭერი ფუნქციის შესრულება შეუძლია და ის ზოგიერთ სექტორში დივერსიფიცირების საშუალებად უნდა იქნეს განხილული და არც ძირითად ენერგეტიკულ რესურსად, რასაც ამჟამად წიაღისეული საწვავი ასრულებს.