მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 საკითხი, რომელთაც მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილავს

62cbe0157f545
ვიქტორია მღებრიშვილი
11.07.22 12:32
1191
დღეს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხს განიხილავს. აქედან თითო-თითო საკითხს განათლების და ფინანსთა მინისტრები, 8 საკითხს ეკონომიკის, ხოლო 3 საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგენენ.


1. საქართველოს კანონის პროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - მომხსენებელი: განათელბის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი;

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქპლასტი 2022“ - სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ ზურაბ თოფურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 1-ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 2-ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 3 -ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „ქსნის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „უოთერ 2 ვაიარ ჯორჯიას’’ შორის „ძუღური ჰესის’’ შესახებ 2020 წლის 28 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულების თაობაზე განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა თაობაზე“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ემ თი ეის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე” - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

11. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;

12. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი - გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ” - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;

13. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;