მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის ფასი გაიზარდა

641abb18aacf4
გიორგი თოლორდავა
22.03.23 12:35
799
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ისევ დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ფასი დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დამატებით 1%-ით დაეცა და ამჟამად მისი ღირებულება 74 დოლარს შეადგენს. ერთკვირიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 8.5%-ს აჭარბებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ნავთობი 35%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება WTI Crude-თან მიმართებითაც, მისი ფასი ბარელზე 69 დოლარს შეადგენს, ვარდნის მაჩვენებელი კი ერთ კვირაში 9%-ია; ხოლო ერთწლიან პერიოდში WTI თითქმის 37%-ითაა გაიაფებული.

ზოგადად, საერთაშორისო ბირჟებზე არსებული დაღმასვლის ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური რისკების ზრდითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, მსხვილი ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრება იწვევს.

Brent-ის გაიაფების მიუხედავად, იზრდება რუსული ნავთობის ფასი, ბარელი Urals-ის ღირებულება ბირჟაზე 51 დოლარს შეადგენს, მისი ფასი ერთ დღეში თითქმის 6%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია მოსკოვში ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ვიზიტთან, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დონე კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.