მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სექტორებით ინტერესდებიან ჩეხები საქართველოში?

6270ffed705b4
ელენე გოგბერაშვილი
03.05.22 19:07
1568
თბილისი საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში 20-ზე მეტი წამყვანი ჩეხური კომპანია მონაწილეობს მშენებლობისა და დეველოპენტის, მცირე ზომის ჰესების მშენებლობის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიებისა და სხვა სექტორებიდან. ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მთავარი ამოცანაა საქართველოში პარტნიორების მოძიება, ინვესტიციებისა და ბიზნეს კავშირების გაღრმავებაა. ბიზნეს ფორუმისა და ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების შემდეგ გაიმართა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაც.

ჩეხური მხარის მიერ bm.ge-სთან გაკეთებული კომენტარებიდან ჩანს, რომ ჩეხური კომპანიები საქართველოში ინტერესდებიან ისეთი სექტორებით, როგორიცაა ენერგეტიკა, წყლის სექტორი, ასევე ჯანდაცვა. მაგალითად ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკაში, ახალ პარტნიორებს ეძებს საქართველოში.

მილოშ ვისტრჩილი, ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე:

„ჩეხეთისთვის საქართველო არის ძალიან პერსპექტიული სახელმწიფო ბიზნესის განვითარების კუთხით. საქართველოს ბაზარზე ჩეხური ინვესტიციები რიგით მესამეა თავისი მასშტაბით. ჩვენ ყველაზე მეტად დაინტერესებული ვართ ისეთი სექტორებით, როგორიცაა ენერგეტიკა, წყლის სექტორი, სოციალური სექტორი და ჯანდაცვა.

ასევე დაინტერსებული ვართ მანქანათმშენებლობით და ახალი ტექნოლოგიებით. ამ შეხვედრების ფორმატში დღეს საქართველოს 35 ჩეხი ბიზნესმენი ეწვია, დღეს გამართულ ფორუმზე ჩვენს ძირითად ინტერესს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკური დამოკიდებულებიდან გამოსვლა. ჩეხეთისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს და დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“.

ტომას პსოტა, Georgia Energy SICAV a.s - ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი:

„ჩვენ პირველი საინვესტიციო ფონდი ვართ ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურებში.  ვფიქრობთ, რომ საქართველო არის სწორი ადგილი არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტიციისთვის, არამედ სხვა სექტორებშიც, მაგალითად დეველოპმენტში. ეს იმიტომ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი ბიზნესგარემო. ჩვენ ამის შესახებ ასევე ვეუბნებით სხვა ჩეხურ კომპანიებსაც, რომლებიც განიხილავენ ინვესტიციების განხორციელებას. საქართველოში ბიზნესის კეთება იმიტომ არის მარტივი, რომ ბევრი პროცესი გაციფრულებულია.

ჩვენ უკვე გვყავს ბიზნეს პარტნიორები საქართველოში, თუმცა ვეძებთ ახალ პარტნიორებს. გვინდა ჩვენი ბიზნესის გაძლიერება“.

თბილისის შემდეგ ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება.