მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G7 რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემცირებას ეწინააღმდეგება - WSJ

64141f018bf70
მარიამ ვარადაშვილი
17.03.23 12:10
657
WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიდ შვიდეულის ქვეყნები რუსული ნავთობზე ზღვრული ფასის დაწევას ეწინააღმდეგებიან.

გასული წლის დეკემბრიდან ძალაში შევიდა რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტზე დაწესებული როგორც ემბარგო, ასევე ზღვრული ფასი, რომელიც ერთ ბარელზე 60 ამერიკული დოლარით განისაზღვრა. ევროკავშირთან ერთად ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს დიდ შვიდეულში შემავალი ქვეყნებისა და ავსტრალიის მთავრობებმა. ევროკავშირმა გამონაკლისი მხოლოდ უნგრეთისთვის დაუშვა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლარზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გაიხდიან.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ისევე როგორც G7 ქვეყნებს, რუსულ ნავთობზე საფასო ჭერის გადახედვის სურვილი არ აქვს და ამის შესახებ პრეზიდნეტმა ჯო ბაიდენმა ევოკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

ევროკავშირში პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსულ ნავთობზე საფასო ჭერის შემცირებას ითხოვდნენ, ამ ინიციატივას უკრაინაც უჭერს მხარს და იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთს ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები კიდევ უფრო შეუმცირდება.