11.მარტი .2020 13:42

ლარი უფასურდება - 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს

views 372
უკან

შედარებითი გამყარების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მეორე დღეა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 11 მარტის ვაჭრობა დოლარის 2.8550-ის კურსზე დაიწყო, ამ დროისთვის კი ერთი დოლარის ღირებულება 2.8925 ლარს შეადგენს. 

ეს ჯერ ოფიციალური კურსი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს გაუფასურება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზეც აისახება, მას სებ-ი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

ოფიციალური კურსით, დღეს ერთი დოლარი 2.8463 ლარი, ერთი ევრო კი 3.2274 ლარი ღირს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა