10.მარტი .2020 12:20

ლარი უფასურდება - Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარი 2.85 ლარი ღირს

views 390
უკან

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა ლარის ნახტომისებური გაუფასურებით დაიწყო. ვაჭრობის დასაწყისში ერთი დოლარი 2.81 ლარი ღირდა, ამჟამად კი მისი ფასი 2.85 ლარს შეადგენს.

ეს ჯერ ოფიციალური კურსი არაა, თუმცა სავარაუდოდ, ეს გაუფასურება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზეც აისახება. მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნავთობის ფასის რეკორდული ვარდნის გამო, რუსული რუბლი ბოლო ოთხი წლის მინიმუმამდე გაუფასურდა.