მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

5dea5a98e7dc9
BM.GE
06.12.19 17:39
2471
6 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა და 2.9466 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, რომლის კურსი 3.2690 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2796 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.06 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა თურქული ლირის მიმართაც, რომელიც 0.5113 ლარს შეადგენს, ასევე ლარი გამყარდა ფუნტის მიმართ და 3.8683 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 დეკემბერიდან შევა ძალაში