TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, საშუალო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან და ევროსთან მიმართებით ზედმეტადაა გამყარებული.
"იანვარში, სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის წმინდა შესყიდვამ, 155 მილიონი შეადგინა, რაც ერთი თვისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და წინა თვეებში, ასევე მაღალ, დაახლოებით 100 მილიონიან ინტერვენციებს აღემატება კიდეც. გარდა იმისა, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, როგორც ჩანს, იანვარში ლართან შედარებით უცხოურ ვალუტაში უფრო მეტმა საკრედიტო აქტივობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოს ორი სხვა საფუძველი მისი გამყარების საბაზო სცენარზე არ მიუთითებს. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი იანვრის 9.4%-დან 8.1%-მდე შემცირდა. საყურადღებოა, რომ მაშინ როდესაც წინა თვეების მსგავსად, ინფლაციის მოდერაცია ძირითადად კვლავ იმპორტულ პროდუქციაზე მოდიოდა და თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო, ამჯერად სამომხმარებლო ფასების დინამიკის სხვა მნიშვნელოვანი საზომებიც ინფლაციის შემცირების არგუმენტია. ეს, თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზთან შედარებით, ლარის საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირებაზე მიანიშნებს. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის აზრით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული, 6.4%-იანი პროგნოზი, სურათს არსებითად ვერ შეცვლის და ამდენად, დაახლოებით მომდევნო ერთ წელიწადში, ინფლაციის მოლოდინი ლარის კურსის მხრივ, უფრო ნეიტრალურია, ვიდრე მისი მხარდამჭერი.
საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მხრივ კი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, ლარის გარკვეულწილად ზედმეტი გამყარება იკვეთება. მაშინ, როდესაც ეს ინდიკატორი, განსაკუთრებით მოკლევადიან, თუნდაც ერთწლიან პერსპექტივაში, ლარის კურსის აკურატულ საზომად არ უნდა იყოს მიჩნეული, ის მაინც მნიშვნელოვანი ორიენტირის როლს ასრულებს. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიმდინარე წლის 2 მარტის მდგომარეობით ლარის საშუალო კურსი მისი გრძელვადიანი ტენდენციის შესაბამისი რომ ყოფილიყო, ლარი ევროს მიმართ - 2.93, დოლარის მიმართ კი 2.75-იან ნიშნულზე იქნებოდა", - წერია მთავარი ეკონომისტის ანგარიშში.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო