„ეროვნული ბანკი და მთავრობა თუ მოისურვებს, ლარის დასტაბილურება შესაძლებელი ყოფილა“, - ასე პასუხობს ლარის ბოლოდროინდელ გამყარებაზე დასმულ კითხვას კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი. bm.ge-სთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკა და კოორდინირებული მუშაობაა, რომ ლარი იყოს სტაბილური, მაშინ ეს მიღწევადიც არის, რაც ბოლო თვეებმა კარგად აჩვენა.
კითხვაზე - რას გულისხმობს კოორდინირებულ მუშაობაში, თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კარგად იცოდა, რომ წლის დასაწყისში მსოფლიოში მაღალი ინფლაცია იქნებოდა; ამის პარალელურად კი მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა გაეკონტოლებინათ საბიუჯეტო ხარჯვა, თვალყური ედევნებინათ, როგორი დინამიკაა უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, რათა ლარის მასა ყოფილიყო ისეთი, რომელიც სტაბილურ ლარის კურსს უზრუნველყოფდა.
„აგრეთვე ეროვნულმა ბანკმა იზრუნა იმაზე, რომ ის დოლარის მასა, რომელიც ქვეყანას უცხოეთიდან აღებული სესხის სახით დაუგროვდა, ბაზარზე დროულად შემოეშვა. საბოლოო ჯამში, ყველა ამ მოქმედებით მივიღეთ გამყარებული ლარი...
გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები. ბალანსი ლარის მასასა და უცხოური ვალუტის, ამ შემთხვევაში დოლარისა და ევროს მასას შორის, ისეთი აღმოჩნდა, რომელმაც გამოიწვია სტაბილურობა და ცოტა ლარის გამყარებაც. მოგეხსენებათ ლარის კურსი, ეს არის თავისუფალი მცურავი კურსი და მასზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა არავის არ შეუძლია. ერთი რამ კი ცხადია, თუ იქნება კორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, ამის მიღწევა შესაძლებელია, ადრეც შეიძლებოდა და მომავალშიც მიღწევადია“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.
შეგახსენებთ, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.05 ლარია - ბოლო ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.16 თეთრით გამყარდა. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივლისში იყო. აღსანიშნია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარს, ძირითადად, გამყარების ტენდენცია აქვს.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს