მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის დეპოზიტებზე საშუალო სარგებელი 9.37%-ია, უცხოურ ვალუტაში კი - 2.63%

5e2ef1c051345
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.20 18:21
1153
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრისათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 26.26 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.01%-ით მეტი).

"დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 407.56 მლნ ლარით, ანუ 3.63%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.31%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 386.33 მლნ ლარით, ანუ 2.56%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.49%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 36.03 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.91 პროცენტული პუნქტით).

დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.39% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.63%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.25%, ხოლო ევროს წილმა 14.32% შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში. 

შედარებისთვის, 2017 წლის დეკემბრისთვის, საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ჯამური მოცულობა 19.85 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 23.05 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, 2019 წლის დეკემბერში კი, მან 26.26 მილიარდს მიაღწია.