მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის დევალვაცია და ინფლაცია ნომერი 1 საკითხია, რომელიც მოსახლეობას აწუხებს"

5d98e0a36808a
BM.GE
05.10.19 22:25
3787
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ფასებისა და ლარის კურსის სტაბილურობის მისაღწევად საჭიროა საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ერთობლივად იმუშაოს. კოვზანაძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ყველა საჭირო ბერკეტი აქვს, რომ შესაბამისად იმოქმედოს.

„პირდაპირპროპორციული კავშირი არ არის დევალვაციასა და ინფლაციას შორის, მაგრამ ეს არის ნომერი ერთი საკითხი სხვებთან ერთად, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

ამ თვალსაზრისით არის ნამდვილად პრობლემა. თქვენ ნახეთ, რომ 6,4%-ია ინფლაცია, რომელიც ბოლო პერიოდისათვის საკმაოდ მაღალია. აქ არის ნომერი ერთი სამუშაო ცენტრალური ბანკის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, იმიტომ რომ ერთობლივი მუშაობა მოგვცემს შედეგს.
რა არის გასაკეთებელი აქ? გასაკეთებელია ის, რომ პირველ რიგში ამის ბერკეტები აქვს ცენტრალურ ბანკს, რომელსაც ახლა იყენებს. იგივე მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ეს ის ბერკეტია, რომელიც მუშაობს მაგრამ საკმაო დრო უნდა ამას, გადაცემის მექანიზმები აქვს, რომელსაც კვარტალური ჭრილი აქვს და ა.შ

ამას გავლენა ექნება ინფლაციაზე ეს ერთი და მეორე, რაც ახლა გამოაცხადა (სებ-ი ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით, 25%-მდე ამცირებს), რასაც რეაქცია ექნება ოქტომბრის შუა რიცხვებში.

ცენტრალური ბანკი ხედავს, რომ ივნისის მოვლენების შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა. ჩვენ წნეხს ვხედავთ სავალუტო ბაზარზე, ლარი 3-ს მიუახლოვდა და ეროვნულმა ბანკმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. აქედან გამომდინარე ამცირებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას.

ეს არის მანევრირების, მენეჯმენტის საკითხები .. თუ შეამჩნევს ცენტრალური ბანკი უკეთეს პირობებს, შეიძლება საპროცენტო განაკვეთები კიდევ ასწიოს, მე ამას არ გამოვრიცხავ. ცენტრალური ბანკები ასე მოქმედებენ და ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკიც ასე გააკეთებს. თუ შეამჩნევს, რომ უკეთესი სიტუაციააა არ გამოვრიცხავ რეზერვების ზრდა განახორციელოს. მან დღეს დაიწყო მოქმედება და ეს არის ძალიან კარგი და სწორი“-განაცხადა გადაცემა „ანალიტიკაში“ ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ , საკანონმდებლო მაცნეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა, რომელიც ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით, 25%-მდე ამცირებს.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 17 ოქტომბრიდან შემცირდება.