მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (09.07 – 16.07)

60f4952fb3f4f
ეგნატე შამუგია
19.07.21 08:00
1215
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.119 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.133-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.44%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.74%-ით იყო გამყარებული, ხოლო ივნისის მესამე სავაჭრო კვირას 0.47%-ით გაუფასურებული. ამდენად, ზედიზედ სამი კვირაა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მყარდება, რაც მიმდინარე თვეს 1.06%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა თვეს კი - 2.77%-ით. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 5.28%-ითაა გამყარებული.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, სხვა ვალუტებიც გამყარდა. მათ შორის, ორი მეზობელი ქვეყნის, რომელთა გამყარების ნიშნული უფრო მეტია, ვიდრე ლარის. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას თურქული ლირა, დოლართან მიმართებით 1.69%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.36% იყო. ამდენად, მიმდინარე თვეს ლირის გამყარება 1.82%-ია. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, სწორედ თურქული ლირაა გაუფასურებული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 14.44%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში რუსული რუბლის კურსი უცვლელია, რომელიც გასულ თვეს 0.62%-ით იყო გამყარებული, მაგრამ მიმდინარე თვეს 0.79%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.68%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას ყველაზე მეტით, 1.91%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ეროვნული ვალუტა გამყარდა. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას სომხური დრამის გამყარებამ 0.25% შეადგინა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 5.26%-ია და ლარის შემდეგ ყველაზე მეტით გამყარებული ვალუტაა.

გასულ კვირას სხვა ვალუტები გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანული სტერლინგი და ევრო. კერძოდ, ივლისის მესამე სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.02%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.58%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ბრიტანული ვალუტა 0.71%-ითაა გამყარებული, როცა ევრო ამავე პერიოდში 3.47%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი 0.62%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.11%-ით იყო გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 09.07 – 16.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 12.07 - 16.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ზედიზედ მეხუთე სავაჭრო კვირაა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურია. გასულ კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.28%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.29% იყო. აღნიშნული კი ზედიზედ სამკვირიანი გამყარების ფონზე ეროვნული ვალუტის მკვეთრ სტაბილურობას ასახავს. თუმცა, გასულ კვირა ლარზე უფრო დაბალი მერყეობა სომხურ დრამს, უკრაინულ გრივნას და ჩინურ იუანს ახასიათებდა. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას 0.25%-იანი გამყარების ფონზე სომხური ვალუტის მერყეობა 0.16% იყო, რაც წინა კვირას უფრო ნაკლები, 0.10% იყო. ამავე პერიოდში, უკრაინული ვალუტის მერყეობაც 0.10%-ს შეადგენდა. ხოლო, გასულ კვირას 0.01%-იანი გაუფასურების პირობებში, ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით კვლავ 0.10%-ით მერყეობდა. რაც შეეხება ჩინური ვალუტას - გასულ კვირას, იუანის მერყეობამ 0.11% შეადგინა, რაც ივლისის მეორე სავაჭრო კვირას 0.15% იყო. შედარებით მაღალი მერყეობით კი თურქული ლირა გამოირჩეოდა. გასულ კვირას ლირის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.58%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.16% იყო. წინა კვირას ყველაზე მაღალი მერყეობა, 0.71% რუბლს ახასიათებდა, რაც გასულ კვირას შედარებით სტაბილური, 0.27%-იანი მერყეობით ხასიათდებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 09.07/16.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. გასული თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. თუმცა, ბოლო ოთხი კვირაა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა ორი ვალუტისა, ყველასთან მიმართებით მყარდება. ივლისის მეორე სავაჭრო კვირა ლარი მხოლოდ იაპონურ იენთან, 0.93%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას კი, ლარის საშუალო შეწონილი კურსი მხოლოდ ლირასთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, ივლისის მესამე სავაჭრო კვირას ლარი ლირასთან მიმართებით 0.97%-ით გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ თავად თურქული ლირა, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით, 1.69%-ით გამყარდა. წინა კვირას ლირასთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი კურსი 0.11%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარი თურქულ ვალუტასთან მიმართებით 16.80% -ითაა გამყარებული, ხოლო ამ პერიოდში იენთან მიმართებით 10.95%-ით.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით ევროსთან მიმართებით, 1.23%-ით გამყარდა. წინა კვირას კი ყველაზე მეტით, 1.31%-ით რუბლთან მიმართებით იყო გამყარებული. გასულ კვირას, თავად ევრო, დოლართან მიმართებით, 0.62%-ით გაუფასურდა. ამავე პერიოდში, დოლართან მიმართებით, მაღალი გაუფასურებით ბრიტანული სტერლინგიც გამოირჩეოდა, რომელთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 0.75%-ითაა გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, 3.80%-იანი გამყარებაა, ხოლო ეს მაჩვენებელი ევროსთან მიმართებით 8.41%-ია. გარდა ევრო და სტერლინგისა, გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - აზერბაიჯანის ვალუტასთან მიმართებითაც მაღალი ნიშნულით გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას ლარი მანათთან მიმართებით 0.78%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.36%-ს აღწევდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად, ლარის ნომინალური ეფექტური კურსი გამყარდა. კერძოდ, ივლისის სავაჭრო კვირას ეფექტური კურსი 0.48%-ითაა გამყარდა, რაც წინა კვირას 0.45%-ით იყო გამყარებული. ეს კი, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ზედიზედ შვიდკვირიანი გამყარებაა.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 118.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.21%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის გამყარების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით მეტ სტაბილურობას მიუთითებს, რადგან ივლისის მეორე სავაჭრო კვირას მერყეობა 0.35%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.70%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 0.24% იყო გაუფასურებული. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.