მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (11.12 – 18.12)

5fde4a0bb775a
ეგნატე შამუგია
21.12.20 08:00
1489
გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.270 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.285-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.44%-იანი გამყარებაა, რაც დეკემბრის პირველ კვირას 0.51% იყო, ხოლო მეორე კვირას კი - 43%. ამდენად, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარება ზედიზედ სამი კვირაა გაგრძელდა. ასეთი რამ კი ბოლო პერიოდში იშვიათია. თუმცა, შერჩეული ვალუტებიდან ლარსი გაცვლით კურსზე გაცილებით მეტით თურქული ლირა გამყარდა, რამაც 2.83% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირიას ლირის გაუფასურება 1.30%-ს აღწევდა. გასულ კვირას ლირის გამყარება ამ უკანასკნელის ემისიის უფლების მქონე - თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელის პირველი პრესკონფერენციას და ახალი პოლიტიკის დაანონსებას შეიძლება დავუკავშიროთ. კერძოდ, თურქეთი ერთ-ერთი ქვეყნაა რეგიონში, სადაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მაღალი ინფლაციაა და ეროვნული ვალუტა უფასურდება. რაც შეეხება სხვა ვალუტებს - განსხვავებით წინა ორი კვირის გამყარებისა, გასულ კვირას დოლართან მიმართებით რუსული რუბლის ნომინალური გაცვლით კურსი 0.58%-ით გაუფასურდა, ხოლო ბოლო რამდენიმე კვირის მსგავსად სომხური დრამის გაცვლითი კურის კვლავ უფასურდება. კერძოდ, დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას დრამი 0.79%-ით გაუფასურდა, რაც მეორე და პირველ კვირებში 1.80% და 0.76% იყო. გარდა რუსული რუბლი და სომხური დრამისა, გასულ კვირას მცირედით, 0.21%-ით უკრაინული გრივნა და 0.10%-ით ჩინური იუანი გაუფასურდა. ხოლო, შერჩეული ვალუტებიდან დანარჩენი კი - გამყარდა. კერძოდ, ბრიტანული სტერლინგი (1.98%), ევრო (0.94%) და იაპონური იენი (0.71%). აღნიშნულმა კი დოლარის ინდექსი მორგი გაუფასურება გამოიწვია, რაც მიმდინარე წლის აპრილიდან მცირდება. ეს კი, აშშ-ს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით დოლარის გაუფასურებას ასახავს.
 
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 11.12 – 18.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აქვე აღსანიშნავია, რომ გასული ორი კვირის მანძილზე, ლარის გაცვლითი კურსის გამყარების კვალდაკვალ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია, რასაც ბოლო ორი თვის მანძილზე თითქმის ყოველ კვირა ახორციელებდა. მიმდინარე წელს სებ-ის მიერ სულ 25 ინტერვენცია იყო [გაყიდვა], რამაც ჯამში 843.2 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ბანკს სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი არ შეუსყიდია, რაც 2019 წელს 11-ჯერ, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 14.12 - 18.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

დეკემბრის პირველი და მეორე კვირის მსგავსად, დოლართან მიმართებით, გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი ნაკლებად მერყევი იყო. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.20%-ით იხრებოდა, რაც დეკემბრის პირველი ორი კვირა 0.31% და 0.18% იყო. ეს კი ბოლო ერთი თვის მანძილზე დოლართან მიმართებით ლარის შედარებით სტაბილურობას ასახავს. ამავე პერიოდში, მცირედი გაუფასურების მიუხედავად, შედარებით სტაბილურია ჩინური იუანი (0.11%) და სომხური დრამი (0.28%). სავაჭრო კვირის მანძილზე კი ყველაზე არასტაბილური, ყველაზე მეტით გამყარების მიუხედავად, თურქული ლირა აღმოჩნდა, რომლის მერყეობა საშუალოსთან მიმართებით 1.26%-ს შეადგენს. ეს კი ამ უკანასკნელის, სავაჭრო კვირი მანძილზე მყისიერ გამყარებას ასახავს. გარდა ლირისა, ნაკლებად, მაგრამ მყისიერი გამყარება სტერლინგის გაცვლით კურსაც ახასიათებდა. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე, დოლართან მიმართებით, გაცვლითი კურსის საშუალო მაჩვენებლიდან გადახრა 0.69%-ს შეადგენდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 11.12/18.12 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, დეკემბრის პირველი და მეორე სავაჭრო კვირასთან შედარებით, ლარი ნაკლებად სტაბილური იყო შერჩეული ვალუტებიდან რამდენიმესთან მიმართებით. მართალია, პირველი ორი სავაჭრო კვირის მსგავსად დოლართან მიმართებით გამყარდა, მაგრამ თურქულ ლირასთან (3.07%), სტერლინგთან (1.94%), ევროსთან (0.69%) და იაპონურ იენთან (0.16%) გაუფასურდა. გამყარების მხრივ კი - გაცვლითი კურსი რუბლი (1.02%), დრამი (0.69%), დოლარი (0.37%), აზერბაიჯანული მანათი (0.35%) და ჩინურ იუანთან (0.28%) გამყარდა. აღსანიშნავია, რომ წინა ორო კვირისგან განსხვავებით, გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან გამყარებულია, ხოლო ლირასთან კი გაუფასურებული. ხოლო, სომხურ დრამთან მიმართებით კი ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენცია მას შემდეგაა გამოკვეთილი, რაც თავად დრამი დოლართან მიმართებით უფასურდება.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს, წინა სავაჭრო კვირისგან განსხვავებით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 0.43%-იანი გაუფასურება დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვის მეორე კვირას 1.07%%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას ეფექტური ნომინალური კურსის გაუფასურება დიდწილად თურქული ლირის გამყარებას უკავშირდება, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 117.9 ნიშნულზე იყო, რომელის მერყეობა 0.13%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.12%-ს აღწევდა. ეს კი ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის ბოლო ორკვირიან სტაბილურობას მიუთითებს, რაც მნიშვნელოვანი საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 5.83%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 5.69% იყო.
საერთო ჯამში, ბოლო ოთხი კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით მეტნაკლებად სტაბილურია, ვიდრე წინა პერიოდში. თუმცა, გასულ კვირას ორ ძირითად სავაჭრო პარტნიორის ვალუტებთან - რუბლი და ლირასთან მიმართებით ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, რუბლთან მიმართებით გამყარებისკენ, ხოლო ლირასთან კი - გაუფასურებისკენ. თავის მხრივ, ამ უკანასკნელს ადრეული პერიოდისგან განსხვავებით, გასულ კვირას დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო რუბლი კი გაუფასურდა. რაც შეეხება დოლართან მიმართებით ლარის გაცვლით კურსს - დეკემბრის დასაწყისიდან გამყარებას განაგრძობს, რაც 1.52%-ს შეადგენს.