მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (13.11 – 20.11)

5fb8ff15635d8
ეგნატე შამუგია
23.11.20 08:00
1455
გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.311 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.295-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.47%-იანი გაუფასურებაა. აღნიშნულ პერიოდში, შერჩეული ვალუტებიდან [სავაჭრო პარტნიორები] დოლართან მიმართებით უკრაინული გრივნა (0.73%) და სომხური დრამიც (1.17%) გაუფასურდა, ხოლო დანარჩენი ვალუტები კი გამყარდა. მათ შორის, დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად რუსული რუბლი (1.28%).

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 13.11 – 20.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია კვლავაც განახორციელა. კერძოდ, 18 ნოემბერს სავალუტო ბაზარზე 30.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც მიმდინარე წელს სებ-ის რიგით 23-ე ინტერვენციაა [გაყიდვა]. საერთო ჯამში, 2020 წელის მანძილზე სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე ჯამში 776.85 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა.

ფიგურა 2: 16.11 - 20.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

განსხვავებით წინა ორი კვირისა, გასულ კვირას ლარის შედარებით სტაბილური იყო, რადგან სავაჭრო კვირის მანძილზე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა მხოლოდ 0.20% იყო. ამავე პერიოდში შედარებით სტაბილურობა ახასიათებდა ევროს და რუბლს, ხოლო არასტაბილურობით გრივნა, დრამი და ლირა გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 0.22%-ით გამყარდა, კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის მერყეობამ შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტი 0.87% შეადგინა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 13.11 / 20.11 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას ლარის გაცვლითი ნომინალური კურსი შერჩეული ვალუტებიდან, გარდა უკრაინული გრივნა და სომხური დრამისა, ყველასთან მიმართებით გაუფასურდა. ხოლო, გრივნა და დრამი კი ის ვალუტებია, რომელებიც გასული სავაჭრო კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად გაუფასურდა. ამ პერიოდში, ლარი ყველაზე მეტით რუბლთან მიმართებით და ყველაზე ნაკლებით დოლართან გაუფასურდა. კერძოდ, საშუალო შეწონილი კურსის რუსულ რუბლთან 2.11%-ით, ხოლო აშშ დოლართან კი 0.37%-ით.