მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (28.09 - 02.10)

5f79a18d63613
ეგნატე შამუგია
05.10.20 07:00
1424
გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.199 ლარის ღირებულებით დასრულდა, მაშინ როდესაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე ნომინალური 1 დოლარის ღირებულება 3.341 ლარს შეადგენდა. პარასკევის ვაჭრობის შედეგად საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.198 ნიშნულზე დაფიქსირდა. ეს კი დოლართან მიმართებით 4.07%-იან გამყარებას ნიშნავს, რომელიც სავაჭრო კვირის მანძილზე მერყეობითაც გამოირჩეოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია კვლავაც განახორციელა. თუმცა, ამ შემთხვევაში შედარებით ნაკლები, კვირის ბოლოს 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 25.09 – 02.10 (%)

წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, განსხვავებით წინა კვირისა (ლარი ყველაზე მეტით იყო გაუფასურებული), შერჩეული ვალუტებიდან ლარი ყველაზე მეტად გამყარდა. ამ პერიოდში, ყველაზე მეტით თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა. ეს უკანასკნელი წინა კვირას ყველაზე სტაბილური იყო, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული მოვლენები დრამზეც აისახა. რაც შეეხება აზერბაიჯანს - აქ დე ფაქტო ფიქსირებული კურსია, რაც დოლართან მიმართებით 1.699 ნიშნულზეა. გარდა ლარისა, დოლართან მიმართებით ევრო, ჩინური იუანი და ბრიტანული სტერლინგიც გამყარდა.

ფიგურა 2: 28.09 - 02.10-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლარი ყველაზე მეტით გამყარდა, მას ყველაზე დიდი მერყეობა ახასიათებდა. ამ პერიოდში, კვირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობამ 1.65% შეადგინა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 0.22 პ.პ. -ით მეტია. კურსის მერყეობა არამხოლოდ ლარის არამედ, რუსული რუბლის შემთხვევაშიც თვალსაჩინოა, სადაც ეს უკანასკნელი 1.05% იყო. ამ მხრივ, კვირის მანძილზე, შერჩეული ვალუტებიდან მეტად სტაბილური უკრაინული გრივნა იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 25.09 / 02.10 (%)

წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საერთო ჯამში, დოლართან მიმართებით შერჩეული ვალუტებიდან ზოგიერთი გამყარდა, სადაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარება სხვებთან შედარებით მაღალი იყო. გასულ კვირას, ლარის გამყარება არამხოლოდ დოლართან მიმართებით, არამედ ყველა შერჩეულ ვალუტასთან დაფიქსირდა. ყველაზე მეტით კი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების - თურქეთის და რუსეთი ეროვნულ ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, თურქულ ლირასთან მიმართებით ლარი 5.71%-ით, ხოლო რუბლთან კი 5.01%-ით გამყარდა. ევროსთან მიმართებით ლარის ნომინალური საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.748 შეადგინა, რაც კვირის მანძილზე 3.44%-იანი გამყარებაა.