17.აპრილი .2021 14:36

ლარის გაუფასურება 2021 წელსაც გაგრძელდა - Galt&Taggart-ის პროგნოზი

ლარის გაუფასურება 2021 წელსაც გაგრძელდა - Galt&Taggart-ის პროგნოზი
views 1813
უკან

Galt & Taggart-ის პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში საშუალოდ 3.4-3.5-ის ფარგლებში იქნება, ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში კი ეროვნული ვალუტის კურსი 3.25-3.4 ფარგლებში იმერყევებს.

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ლარი გაუფასურებას წლის განმავლობაშიც განაგრძობს და ის ფაქტორებია ჩამოთვლილი, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება.

„2021 წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-მა 212.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო ბაზარზე ლარის მიმდინარე რყევებზე ძირითად გავლენას კოვიდის მესამე ტალღის მოლოდინი, პოლიტიკური არასტაბილურობა და თურქული ლირის გაუფასურებიდან წარმოქმნილი ნეგატიური მოლოდინები ახდენს“, - განმარტავენ კომპანიაში.

16 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარს შეადგენს.