ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების რვა მიზეზს ასახელებს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ ის "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"კურსი რომ გარბის, არსებობს ერთი ძირეული მიზეზი და არაძირეული, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზები. ჯერ არაძირეულ მიზეზებს შევეხოთ:
მთავრობის ნაბიჯები:
- როცა შენი ვალუტა 8 წლის მანძილზე უფასურდება, 8 წელი საგარეო ფაქტორებზე მითითება არასწორია. 8-წლიანი მსოფლიო კრიზისი და გლობალური ან თუნდაც რეგიონალური დაქცევა არის ზღაპარი;
- როცა შენი ვალუტა სხვა ვალუტების უმრავლესობასთან უფასურდება პანდემიის დროს, ეს ნიშნავს არაეფექტურ მთავრობას, რადგან პანდემიის პრობლემა სხვა ქვეყნებსაც აქვთ;
- როცა შენი მთავრობა არ დგამს ეკონომიკის სტიმულირების ნაბიჯებს, შეუძლებელია კრიზისის ნაკლები დარტყმით გადავლა. სულ მცირე, რეგულაციების დროებითი შემსუბუქება მაგალითად შემოსავლის დადასტურებაზე ან 200 000 ლარზე სესხების შეზღუდვაზე, ათიათასობით ადამიანს დროებით შვებას მისცემდა;
- როცა ფრენებს არ ხსნი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებისთვის და ამ დროს შენ აგიფეთქდება ეპიდვითარება, ესაა არათანმიმდევრულობა და არაპროფესიონალიზმი;
- როცა მილიარდობით უცხოურ ვალუტას სესხულობ და ასეულ მილიონობით დოლარს რეზერვებიდან ფლანგავ და ლარი მაინც უფასურდება, სისტემურ პრობლემებზე დაფიქრება გმართებს;
- როცა მოქალაქეებს აბრალებ კურსის გაუფასურებას, ეუბნები გაუფასურებაზე რომ ლაპარაკობთ ეგ აუფასურებს ლარსო, ესაა უსინდისო ტყუილი და მოსახლეობის დაცინვა;
- როცა ყველა არჩევნების წინ რეზერვებს ყიდი და ცდილობ უამრავი "გაპრავებით" არჩევნებამდე მიატანინო, ესაა ინსტიტუციის მოშლა;
რაც შეეხება ერთ ძირეულ მიზეზს:
ესაა ლარზე ჩამოკიდება და დედოლარიზაცია. მანამ, სანამ გვექნება ლარი როგორც ერთადერთი გადახდის საშუალება და მოსახლეობას დაძალებით შევტენით მას, როგორი მაგარი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, წლები დასჭირდება გაუბედურებული ვალუტისთვის ნამუსის დაბრუნებას.
დროა, პოლიტიკოსებმა დაძლიონ ელექტორატის განრისხების შიში (თანაც არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ ამომრჩეველი ლარს შეაკვდება) და ძალაუფლების წყარო ლარის სახით. დროა ღიად ისაუბრონ თავისუფალ სავალუტო სისტემაზე. ლარმა ისე დაგვაზარალა ყველა, რომ ფიროსმანის ირემს აღარ გვინდა გადავაყოლოთ ჩვენი ოჯახები. დიდი პატივისცემა ფიროსმანს", – წერს ხორგუაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის რიგით მეთოთხმეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის მიუხედავად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 1.04 თეთრით გაუფასურდა და 3.2641 ლარი შეადგინა. ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, შედეგად ევროს ღირებულება 3.8226 ლარი გახდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის