10.ოქტომბერი .2019 13:00

ლარის გაუფასურების გამო საგარეო უწყების ზარალი წელს 6-6,5 მლნ ლარი იქნება

views 210
უკან

ლარის გაუფასურების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ზარალი მიმდინარე წელს 6-6.5 მილიონი ლარი იქნება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა აცხადებს, ამის მიზეზი ისაა, რომ საგარეო უწყების ხარჯების 85 % გარე დაფინანსებაზე მოდის, რაც ევროსა და დოლარის ზონას მოიცავს.

„დღეისთვის კურსთაშორის სხვაობამ 4.5 მილიონ ლარს გადააჭარბა. წელს ალბათ დავხურავთ ისე, რომ კურსთაშორის სხვაობით მიღებული ზარალი იქნება 6-6.5 მილიონამდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, სამი თვის განმავლობაში რა კურსი იქნება” – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ნინუამ.

მისივე თქმით, ვალუტის კურსია უწყების 2020 წლის ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი. 136.5 მილიონი ლარის ნაცვლად, 2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 159 მილიონი ლარი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა