28.ნოემბერი .2019 18:27

„ლარის კურსი 3-თან კარგა ხანია უკვე ტრიალებს“ - რა მოლოდინი აქვს ფინანსთა მინისტრს?

views 1613
უკან

„ლარის კურსი, როგორც ყოველთვის, შიდა და გარე ფაქტორების კომბინაციაა“, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში დასმული ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა.

„ლარის კურსი, როგორც ყოველთვის, არის შიდა და გარე ფაქტორების კომბინაცია. კურსი 3-თან კარგადა ხანია უკვე ტრიალებს, მაგ მიდამოში- 2.95-დან 3-მდე; ბოლო რამდენიმე თვეა ვამბობ და კიდევ ვიმეორებ, რომ არის ყველა წინაპირობა და მოცემულობა, რომ უნდა დაიწყოს ქვემოთ სვლა. სამწუხაროდ, კურსი ისეთი თემაა, რომ თვეს, დღეს ვერ ამბობ, ტენდენციის დონეზე ამბობ თუ რამდენადაა გაუფასურებული. რომ ხედავ, რომ ლარი სავაჭრო პარტნიორებთან გაუფასურებულია, ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დაიწყებს გამყარებისკენს სვლას, მაგრამ ამისთვის, რასაკვირველია, საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და ბიზნესისთვის კომფორტის შექმნა.... ჩვენ ბევრი რამე გავაკეთეთ ბიზნესისთვის - საგადასახადო ტვირთი არ გაგვიზრდია... უამრავი რაღაცა გავაკეთეთ. ეს ყველაფერი შესანარჩუნებელია და უცილობლად ვნახავთ დადებით დინამიკას კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა