მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლარის კურსი ახალი პარლამენტის მიმართ განწყობების ინდიკატორია“ - თამაზ დაუშვილი

5fa3be2cd63cf
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.20 13:13
838
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დღეს მკვეთრად გაუფასურდა და დროის მოკლე პერიოდში დოლარის ღირებულება 3.35-დან 3.40-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ლარი დოლართან 13 თეთრით გაუფასურდა

ლარის რყევებს ბიზნესმენი და კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლარის კურსი იმ განწყობებსა და ნდობას ასახავს, რომელიც საზოგადოებასა და ბიზნესს ახალი პარლამენტის მიმართ აქვს.

„როდესაც არჩევნების ჩატარების მეორე დღიდან ლარი იწყებს მორიგ დრამატულ გაუფასურებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი პარლამენტის მიმართ არანაირი პოზოტიური განწყობა არა არსებობს, არც ბიზნესის და არც მოსახლეობის მხრიდან.ლარის კურსი ამ განწობების ყველაზე მთავარი და მგრძნობიარე ინდიკატირია”,  - წერს თამაზ დაუშვილი.

„დიოს“ მმართველმა პარტნიორმა დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში ბიზნესსაქმიანობის არახელსაყრელ პირობებზე "Forbes კვირასთან" ინტერვიუშიც ისაუბრა და განაცხადა, რომმუდმივად ასეთი სტრესის ქვეშ ფუნქციონირება ბიზნესისთვის რთულია.