მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა

5dd545d975b80
BM.GE
20.11.19 17:52
4503
20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9776 ლარი ღირს. ეს ნიშნული საკმაოდ ახლოსაა 2.9808-თან რაც 2019 წლის 27 სექტემბერს დაფიქსირდა და რაც ლარის გაუფასურების ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.

ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.2956 ლარს შეადგენს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.39 თეთრით მეტია.