მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსი, ინფლაცია - რა პრობლემებზე ისაუბრა BAG-მა IMF-თან?

5e3c001cc54d9
BM.GE
06.02.20 15:58
1140
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ მისიას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები, მათ შორის, ლარის კურსის გავლენა ქართულ ბიზნესზე და ენერგეტიკულ სექტორში არსებული პრობლემები.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა IMF-ის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმ პრობლემატიკაზე, რაც საქართველოში მოღვაწე მსხვილ ბიზნეს კომპანიებს აწუხებთ, რომელთა შორის არის ლარის გაუფასურება, ინფლაციის მაჩვენებელი და ლარში ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემა გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გამო. ასევე, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ საკითხებზე, ელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობასა და მათი გამართული მუშაობის მნიშვნელობაზე ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის.

„სასიხარულოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ეკონომიკური მდგომარეობის ობიექტურად აღსაქმელად ხვდებიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, რის საფუძველზეც ხდება ინფორმაციის შეჯერება და სწორი დასკვნების გამოტანა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ აუცილებლად მიიჩნია საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან, როგორც ყველაზე მსხვილ ბიზნესგაერთიანებასთან შეხვედრა და ჩვენი მოსაზრებების მოსმენა“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.